top of page

არქიტექტურული დიზაინი და კონცეფცია

Green Canyon Eco Village  არის რეგიონში ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე ეკო-სისტემა. თითოეული ვილა და კოტეჯი უზრუნველყოფს 365-დღიან კომფორტს 1500 მეტრის სიმაღლეზე.

 პროექტის დაგეგმარება და მშენებლობა მიმდინარეობს LEED Gold (აშშ) და Green Globe საერთაშორისო სტანდარტების მოპოვების მიზნით.

 მაღალი სტანდარტის თბოიზოლაცია და სამმაგი ენერგოეფექტური მინაპაკეტი სტრუქტურულად გამორიცხავს სითბოს დანაკარგს. გათბობა-გაგრილების სისტემები უზრუნველყოფენ ენერგიის ულტრა-ეფექტურ მოხმარებას.

 ჩვენ არ ვერგებით კლიმატს, ჩვენ ვმართავთ მას ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით.

კოტეჯი წალკაში

The Overlook

თანამედროვე, შთამბეჭდავი არქიტექტურის კოტეჯი, მაღალი ჭერით, პანორამული ვიტრაჟებითა და ღია ტერასით. პროექტი უზრუნველყოფს მაქსიმალურ სინათლესა და კომფორტს.

65 კვ.მ. კოტეჯი განთავსდება 300-დან 1000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთზე.

თანამედროვე კოტეჯი წალკაში

Basalt Chalet

თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის კოტეჯი დიდი ვიტრაჟული ფანჯრებითა და ორიგინალური სახურავით.

ხელმისაწვდომია ორი ვარიანტი: 85 და 115 კვ.მ. ნაკვეთის ფართობი 300-დან 1000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთზე.

ა-ფრეიმი წალკაში

Cascade House

თანამედროვე A-ფორმის სახლი, შექმნილი ბუნებაში მშვიდი და კომფორტული დასვენებისთვის.

დიდი ვიტრაჟები, თბილი ინტერიერი და გამორჩეული არქიტექტურა ქმნის მყუდრო და თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეს.

პროექტი ფართობი 115 მ², განთავსებულია 300–1000 მ² ნაკვეთებზე.

პატარა კოტეჯი წალკაში

Alpine Cottage

იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს სიმშვიდე, განმარტოება და ბუნებასთან სიახლოვე.

40 მ² (300კვ.მ მიწის ნაკვეთი )ფართობის კომპაქტური კოტეჯი თანამედროვე სტილში, გამორჩეული დახრილი სახურავითა და დიდი ფანჯრებით. არქიტექტურა აერთიანებს მკაფიო გეომეტრიულ ხაზებსა და თბილ, ბუნებრივ ტონებს, რაც სახლს მშვიდ და მყუდრო იერს ანიჭებს. სივრცე გააზრებულად არის დაგეგმილი კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის, ხოლო დიდი ფანჯრები ინტერიერს გარემომცველ ბუნებასთან ჰარმონიულად აკავშირებს.

bottom of page