top of page
წალკის ეკო-ვილაჯის „მწვანე ხედვის“ ქარტია

    ჩვენ, წალკის ეკო-ვილაჯის შემქმნელები და მომავალი მაცხოვრებლები, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ბუნების, ადგილობრივი თემის და მომავალი თაობების წინაშე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ჰარმონიული სივრცე, სადაც თანა არსებობენ ადამიანი და ბუნება, სადაც პატივს ვცემთ ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს, და სადაც მდგრადი განვითარება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს ქარტია არის ჩვენი საერთო შეთანხმება, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ეკო-ვილაჯის შექმნისა და ფუნქციონირებისას.

I. პროექტის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები:

ბუნების პატივისცემა: ჩვენი ყველა მოქმედება ორიენტირებული იქნება წალკის უნიკალური ბუნებრივი გარემოს კანიონის, ფლორისა და ფაუნის დაცვასა და შენარჩუნებაზე.

მდგრადობა: ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მდგრადობა არის ჩვენი პროექტის ქვაკუთხედი.

    ადგილობრივი იდენტობა: ჩვენ პატივს ვცემთ და ვინარჩუნებთ წალკის რაიონის კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციებსა და მრავალფეროვნებას.

თემის ჩართულობა: ხელს ვუწყობთ ადგილობრივი თემის აქტიურ ჩართულობას პროექტის განვითარებაში და ვიზიარებთ სარგებელს.

    განათლება და ინფორმირება: აქტიურად ვუწყობთ ხელს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას როგორც მაცხოვრებლებში, ისე სტუმრებში.

ინოვაცია: ვეძებთ და ვნერგავთ ინოვაციურ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებსა და პრაქტიკებს.

II. ადმინისტრაციის ვალდებულებები (უპირობო აუცილებლობა):

ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურა:

სამშენებლო მასალები: უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებად მასალებს (ხე, ქვა, თიხა).

ენერგო ეფექტურობა: ყველა შენობა იქნება ენერგო ეფექტური, გამოყენებული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროები (მზის პანელები, ქარის მცირე გენერატორები).

    წყლის მენეჯმენტი: დაინერგება წვიმის წყლის შეგროვებისა და ნაცრისფერი წყლის (greywater) გადამუშავების სისტემები მორწყვისთვის. დაინერგება წყლის დაზოგვის ტექნოლოგიები.

ნარჩენების მართვა: შეიქმნება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების, გადამუშავებისა და კომპოსტირების სისტემები.

    კანიონის დაცვა: შემუშავდება და დაინერგება კანიონის დაბინძურებისგან დაცვის მკაცრი წესები.

ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება:

ლანდშაფტის დაცვა: მინიმუმამდე დავიყვანთ ბუნებრივი ლანდშაფტის ცვლილებებს და ხელს შევუწყობთ ადგილობრივი მცენარეების დარგვას.

ბიომრავალფეროვნება: დავიცავთ ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას, შევქმნით მათთვის ხელსაყრელ პირობებს.

ქიმიკატების შეზღუდვა: აკრძალული იქნება მავნე ქიმიკატების, პესტიციდების და ჰერბიციდების გამოყენება კომპლექსის ტერიტორიაზე.

ადგილობრივი განვითარება:

    დასაქმება: პრიორიტეტი მიენიჭება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

პროდუქტები: მაქსიმალურად შევიძენთ ადგილობრივ, სეზონურ და ორგანულ პროდუქტებს რესტორნებისა და მაღაზიებისთვის.

კულტურული პროგრამები: ხელს შევუწყობთ ადგილობრივი ხელოსნებისა და კულტურული ჯგუფების პოპულარიზაციას.

განათლება:

ინფორმაცია: უზრუნველვყოფთ სტუმრებისა და მაცხოვრებლების ინფორმირებას ეკო-ვილაჯის პრინციპებისა და მდგრადი ცხოვრების წესის შესახებ.

ვორქშოფები: მოვაწყობთ სემინარებს ეკოლოგიურ მეურნეობაზე, ხელოსნობაზე, ნარჩენების გადამუშავებაზე.

III. მაცხოვრებლებისა და სტუმრების ვალდებულებები (უპირობო აუცილებლობა):

ბუნების პატივისცემა:

ნარჩენები: სეპარირებულად მოახდინონ ნარჩენების განთავსება სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერებში. არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში.

კანიონი: აკრძალულია კანიონის პირა დაბინძურება ნებისმიერი სახის ნარჩენით (საყოფაცხოვრებო, ქიმიური).

ფლორა და ფაუნა: დაიცვან მცენარეები და ცხოველები. აკრძალულია ყვავილების დახლეჩა, ხეების დაზიანება, ველური ცხოველების შეწუხება ან კვება.

    ცეცხლი: ცეცხლის დანთება ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ და უსაფრთხო ადგილებში.

რესურსების ეკონომიური მოხმარება:

წყალი: ეკონომიურად გამოიყენონ წყალი.

ენერგია: ელექტროენერგის დაზოგვა და მართვა ჭკვიანი მოწყობილებებით (ნათურები, კონდიციონერები), როდესაც არ იმყოფებიან შენობაში.

ადგილობრივი წესების დაცვა:

ხმაური: დაიცვან სიჩუმე ღამის საათებში და პატივი სცენ სხვა მაცხოვრებლებისა და სტუმრების სიმშვიდეს.

    ტრანსპორტი: გამოიყენონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი (ელექტრო ავტომობილი, ველოსიპედი, ფეხით სეირნობა) კომპლექსის შიგნით. ავტომობილების მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და გასასვლელად.

ადგილობრივი კულტურის პატივისცემა:

პატივი სცენ ადგილობრივ ტრადიციებსა და მოსახლეობას.

შესყიდვები: უპირატესობა მიანიჭონ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს.

IV. კატეგორიულად დაუშვებელია:

ნებისმიერი სახის პლასტმასის ერთჯერადი ნივთების (თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგალი) გამოყენება კომპლექსის ტერიტორიაზე. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მრავალჯერადი მოხმარების ალტერნატივებს.

    ქიმიური ნივთიერებების (მაგ. აგრესიული საწმენდი საშუალებები) ჩაღვრა კანიონში ან ნიადაგში.

ნარჩენების დაწვა ღია ცის ქვეშ.

ხეების მოჭრა ან მცენარეების განადგურება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.

ხმაურიანი საღამოების ან აქტივობების მოწყობა, რომელიც ხელს შეუშლის სხვა მაცხოვრებლებისა და ბუნების სიმშვიდეს.

    მოტოციკლების, კვადროციკლების ან სხვა ხმაურიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება კომპლექსის შიგნით, გარდა საგანგებო სიტუაციებისა.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს კანიონის ეკოსისტემას (მაგ. ნაგვის გადაყრა, თევზის არალეგალური ჭერა).

V. დავის გადაწყვეტა და სანქციები:

ამ ქარტიის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი ზომები, რომელიც მოიცავს გაფრთხილებას, ფულად ჯარიმას ან, განმეორებითი და უხეში დარღვევის შემთხვევაში, ეკო-ვილაჯიდან გაძევებას.

   დასკვნა:

ეს ქარტია არის ჩვენი ვალდებულება შევქმნათ ადგილი, სადაც თითოეული ჩვენგანი იქნება პასუხისმგებელი პარტნიორი წალკის გრინ კანიონის ეკო-ვილაჯის წარმატებულ მომავალში. ერთად შევქმნათ ნათელი, მწვანე და მდგრადი მომავალი!

bottom of page